პროექტები
დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის გზები
09/01/2009
საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაციის გაჯანსაღების მიზნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით 2007 წლის ოქტომბერში პატრიარქის საერთაშორისო ფონდს დაევალა შეეკრიბა დემოგრაფიის პრობლემატიკით დაინტერესებული მეცნიერები და შეეთავაზებინა მათთვის საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების დაძლევის გზების ერთიანი, შეძლებისდაგვარად სრული და ამომწურავი ხედვის შემუშავება. ამ მიზნით, ფონდმა მიმართა დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტს, დემოგრაფთა საზოგადოებას და კულტურალური კვლევების ცენტრს.
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანდნენ დასახელებულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და წამყვანი მეცნიერები. პირველივე სხდომებზე მოხდა აღიარება იმისა, რომ დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და პროპაგანდისტული მეთოდების დაბალანსებული გამოყენებით მიიღწევა. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტისა და დემოგრაფთა საზოგადოების წამყვანი მეცნიერების რამდენიმეთვიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად შეიქმნა კონცეფცია “ქართველთა გამრავლებისა და მრავალრიცხოვანი საქართველოსათვის” (დემოგრაფიული განვითარების კონცეფცია), რომელიც შესაძლებლობას იძლევა როგორც ხელისუფლებამ, ასევე საზოგადოების კომპეტენტურმა ჯგუფებმა ნათლად წარმოიდგინონ საკუთარი ფუნქციები, მოვალეობები და შესაძლებლობები, რათა ქვეყანაში ერთიანი ძალისხმევით წარიმართოს წარმატებული სოციალურ-დემოგრაფიული პოლიტიკა.აღნიშნული კონცეფცია უახლოეს მომავალში გასაცნობად და განსახორციელებლად გადაეცემა საქართველოს ხელისუფლებას.
იხილეთ გადაცემა :
ბიზნესკურიერი - 06.01.09
სხვა პროექტები
-
07/10/2015
მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით
-
05/10/2015
ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა
-
23/04/2015
მე-10-ე საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”
-
06/02/2014
2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
-
06/02/2014
2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
-
19/09/2013
კონსტიტუციური შეთანხმება
-
26/06/2013
ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია


















