Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Holy Trinity

ყოვლადწმიდა სამების ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი დასრულდა

13/04/2012

ყოვლადწმიდა სამების ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი დასრულდა. გარდამოხსნა სამების ტაძრის შუაგულში, სპეციალურად გამოყოფილ სადგამზეა დასვენებული.

საკურთხევლიდან გარდამოხსნა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად გამოაბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. გარდამოხსნაზე გამოსახულია საფლავზე დასვენებული ჯვარცმული იესო ქრისტე.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული 3 დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ 3 დღე იყო საფლავში.

პარასკევი წლის განმავლობაში მორწმუნეებისთვის ყველაზე მძიმე მარხვის დღეა. მოძღვრის კურთხევით, ზოგიერთი მათგანი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი - მხოლოდ პურსა და წყალს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced