Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Catholicos

პატრიარქი დღეს იერუსალიმში მიემგზავრება

16/02/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინითისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტერესი ილია II დღეს იერუსალიმში მიემგზავრება. პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 18.00 საათზე გაფრინდება. უწმინდესი ისრაელში ჩარტერული რეისით, თანმხლებ პირებთან ერთად მიემგზავრება.

უწმინდესის ვიზიტი ისრაელში არაოფიციალურია და იქ ჩასვლის სურვილი მან თავად გამოთქვა. იგეგმება ილია მეორის შეხვედრა იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, უნეტარეს თეოფილე III-სთან. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ისრაელში ერთი კვირა დარჩება და სამშობლოში 24 თებერვალს დაბრუნდება.

პატრიარქმა დღევანდელ ქადაგებაზე ბრძანა, რომ თან მიაქვთ მოსახსენიებლები, რომლებიც მრევლმა დატოვა სამებაში და ისრაელში ყოფნის დროს ყველა მოსახსენიებელს წაიკითხავენ. უწმინდესმა ასევე თხოვნით მიმართა მრევლს, მათთვის ილოცონ.

ილია მეორე იერუსალიმში ბოლოს 2000 წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ცეცხლის გადმოსვლის დროს ბრძანდებოდა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced