სიახლეები
პატრიარქის ნათლული კიდევ 565 ჩვილი გახდება
17/01/2012
პატრიარქის ნათლული კიდევ 565 ჩვილი გახდება. ჩვილთა 21-ე ნათლობა 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. პატრიარქის ნათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სანთლები და "ცხოვრების წიგნი" გადაეცემათ. ნათლობა სამებაში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. უწმინდესი ტაძარში ნათლობის დასრულების შემდეგ მიბრძანდება და თავის ნათლულებს დალოცავს. მათ ახლობლებს მცირე ქადაგებითაც მიმართავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე უკვე 10 400-მდე ბავშვის ნათლიაა. საქართველოს ეკლესიის მეთაურის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და შემდეგი შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ჩვილთა 20-ე ნათლობა 27 ნოემბერს გაიმართა. 21-ე ნათლობისთვის ჩვილთა რეგისტრაცია კი საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეში" 25-27 დეკემბერს მიმდინარეობდა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















