Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Trinity Cathedral

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობას აღნიშნავს

07/01/2012

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, წუხელ საზეიმო ღვთისმსახურება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლინა.

წირვა 00:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურების შემდეგ უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა, მანამდე კი, არქიმანდრიტმა დემეტრე დავითაშვილმა ილია მეორის საშობაო ეპისტოლე წაიკითხა.

სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს წევრები.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა სრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 17 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესოქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც წინასწარმეტყველებდნენ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced