სიახლეები
საქართველოს ეკლესიის მეთაური დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება
01/11/2011
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტერესი ილია მეორე ჭყონდიდის ეპარქიას სტუმრობს. მარტვილში საქართველოს ეკლესიის მეთაურს მრევლი ხატებითა და სანთლებით დახვდა და მცირე კონცერტიც გაუმართა. კათოლიკოს–პატრიარქი სალხინოს დადიანების საზაფხულო სასახლეში დარჩება, სადაც ცოტა ხნის წინ საპატრირქო რეზიდენცია გაიხსნა. საქართველოს ეკლესიის მეთაური დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება.
3 ნომებერს იგი სამტრედიაში წმინდა კეთილმსახური მეფე დავითის სახელობის ტაძარს აკურთხებს. ეკლესიის არქიტექტორი რეზო ჯანაშიაა, შემკულობა კი ზვიად და კობა ძიძიგურებს ეკუთვნის. სიწმინდე 11 წლის განმავლობაში შენდებოდა. 37 მეტრი სიმაღლის ცენტრალურ-გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლი ძირითადად ტაო–კლარჯეთის ტაძრიების მსგავსი ჩუქურთმებით არის გამშვენებული.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















