Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Metekhi

არქეოლოგიური აღმოჩენა მეტეხის ხიდთან

17/09/2011

თბილისში, მეტეხის ხიდთან, ორმოცი  სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგებმა ციხე-გალავნის ფრაგმენტებს მიაკვლიეს. უნიკალური აღმოჩენა ვახტანგ გორგასლის პერიოდს მიეკუთვნება.

თუმცა, დაახლოებით ორი მეტრის სიღრმეში აღმოჩინილი აუზები, სპეციალისტების თქმით, I-II საუკუნით თარიღდება. კვადრატული ფორმის აუზებს აქვს საფეხურები, გოგირდის წყლით შევსების და დაცლის სისტემა, აუზის ფსკერი მოზაიკითაა მორთული.

დღემდე არსებული არქეოლოგიური მასალების თანახმად, პირველი დასახლებები ქალაქის ტერიტორიაზე ჩვ.წ.აღ-მდე IV-III ათასწლეულებში გაჩნდა. თბილისის შემდგომი შენება კი V საუკუნის მეორე ნახევრიდან, ქართლის მეფის, ვახტანგ გორგასლის ბრძანებით იწყება.

დღევანდელმა აღმოჩენამ, რომელის კვლევას საპატრიარქო და ეროვნული მუზეუმი ერთობლივად ატარებენ, შესაძლოა სრულიად შეცვალოს თბილისის დაარსების იტორია. არქეოლოგების განმარტებით, აღმოჩენა იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლება ვახტანგ გორგასლის მეფობამდე გაცილებით ადრე არსებობდა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced