სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (20.10.2019)
21/10/2019
ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს. უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია იყო დიდი მოღვაწე, თავდადებული მოღვაწე. დიდი გაჭირვება და განსაცდელი გამოიარა მან. ჩვენ ქედს ვიხრით მის წინაშე. ეკლესიამ აღიარა ის როგორც წმინდანი, როგორც აღმსარებელი. მისი ლოცვა შეგვეწიოს.
დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია, – დღესასწაული ამერიკის სამღვდელოებისა, ქართველი სამღვდელოებისა და მრევლისა, – 10 წლისთავია აშშ-ში ქართული ეკლესიის გახსნისა. ამ თარიღს ვულოცავ ეპისკოპოს საბას, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს ამერიკის ეკლესიას. პირველი მრევლი და სამღვდელოება კი ძირითადად იყო დაარსებული ბათუმის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის მიერ.
ჩვენგან წავიდა დიდი დელეგაცია, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმში.
დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს: დილებაშვილებს, ბიჭაშვილებს, ბადრიძეებს, ბერიტაშვილებს, ხოხაშვილებს და გულიშვილებს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ და ღმერთმა მოგცეთ ბრძენი შვილები, თავდადებული სამშობლოსათვის.
დღეს ასევე ილოცებიან საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები და მისი ხელმძღვანელი ბ-ნი გიორგი გიორგაძე. ღმერთმა დაგლოცოთ სპორტსმენებო, ჩვენ ვამაყობთ თქვენი მოღვაწეობით.
ყველანი დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.
ჩვენთან არს ღმერთი!
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















