სიახლეები
გახდი SKYE CLUB-ის წევრი!
11/10/2019
პაქტრიარქის ფონდისა და World Vision საქართველოს მიერ 2016-2019 წლებში წარმატებით განხორციელდა SKYE პროგრამა. პროექტი გრძელდება და ცხადდება მიღება ახალი SKYE (Skills and Knowledge for Youth Economic Empowerment) კლუბების წევრების მიღებაზე!
• SKYE კლუბი არის „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“(SKYE)
• SKYE კლუბების წევრების ასაკი: 16-25 წელი
• SKYE კლუბის ხანგრძლივობა - 12 თვე (ოქტომბერი 2019 - სექტემბერი 2020)
• SKYE კლუბის წევრობა უფასოა!
კლუბის შეხვედრებს გაუძღვებიან წინასწარ შერჩეული, შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ლიდერები. კლუბის ფარგლებში შეხვედრები აგებულია ინტერაქტიულ მეთოდებზე და მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობაზე. პროგრამა მოიცავს: ლიდერობის, დასაქმების, აქტიური მოქალაქეობის და მეწარმეობის სასწავლო მიზნებს.
SKYE კლუბის შერჩეული წევრები:
· კვირაში ერთხელ წინასწარ გამოყოფილ სივრცეში შეიკრიბებიან და მათთვის მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებენ;
· მოისმენენ საინტერესო ტრენინგებს მოწვეული სტუმრებისა და SKYE კლუბის ლიდერებისგან;
· დაგეგმავენ სასწავლო მიმართულებების მიხედვით სოციალურ პროექტებს;
· შეხვდებიან სხვადასხვა სფეროს ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს;
· გამართავენ დისკუსია/დებატებს აქტუალურ საკითხებზე;
· ჩაერთვებიან გასვლით ღონისძიებებში და სხვადასხვა სახალისო გუნდური სავარჯიშოების შესრულებაში;
· SKYE კლუბის ლიდერებთან და სხვა მონაწილეებთან ერთად დაგეგმავენ და განხორციელებენ მათთვის საინტერესო სხვა აქტივობებს.
SKYE პროგრამა შემუშავებულია რუმინეთის „New Horizons Foundation“-ის და World Vision Australia-ის მიერ და აგებულია მოხალისეობრივ საწყისებზე. ამჟამად პროგრამა 10 ქვეყანაში მოქმედებს.
განაცხადის შესავსებად გადადით შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1z_VJMBAGNUxAW2Rpe1UJ51uAy4tvCxgORQWBZvcPJ5M/edit
განაცხადები მიიღება 2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















