Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ფწფქწ

ლონდონის მაცხოვრის შობის ქართულ ტაძარში რამდენიმე ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა ღვთისმსახურება შეასრულეს

08/03/2017

მსახურებაში, რომელიც 5 მარტს შედგა, დმანისისა დააგარკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონთან ერთად მონაწილეობდნენ მღვდელმთავარები: მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ეპისკოპოსი ათანასიოსი; ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი სილუანი; მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მთავარეპისკოპოსი ელისე; რუმინეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ეპისკოპოსი ეგნატე სამღვდელოებით. ასევე, სერბეთის და ბულგარეთის საპატრიარქოების წამომადგენელი სამღვდელოება. 

როგორც ლონდონის მაცხოვრის შობის ქართულ საკათედრო ტაძარში აცხადებენ, მართლმადიდებლობის ზეიმზე სხვადასხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში მსახურება მორიგეობით ტარდება. ამჯერად ასეთი მსახურება ლონდონის ქართულ ტაძარში შედგა. 

ღვთისმსახურებას ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი და მრავალრიცხოვანი მრევლი. 

მსახურების შემდეგ სტუმრებისთვის საზეიმო ტრაპეზი გაიმართა

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced