სიახლეები
კათოლიკოს-პატრიაქრის სამძიმრის წერილი ბატონი მერაბ ბერძენიშვილის ოჯახს
22/09/2016
ბატონი მერაბ ბერძენიშვილი იმ რჩეულ ხელოვანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც ქართული კულტურის ისტორიაში ყოველთვის სამაგალითო ადგილი ექნებათ დამკვიდრებული, რადგან მათ ის სულისკვეთება, ის იდეები წარმოაჩინეს, რაც ერის გულისთქმას, მის ფასეულობას წარმოადგენდა და წარმოადგენს.
ბატონი მერაბის შემოქმედება მისი სულის სარკეა და იგი უდიდესი შინაგანი ძალითა და სიყვარულით, სითბოთი და ღრმა აზროვნებითაა გამორჩეული;
ასეთი იყო თვითონაც ეს ღირსეული პიროვნება და ქვეყნის ერთგული შვილი;
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა იმისა, რომ გარდაცვალება არის მარადიული, ჭეშმარიტი სიცოცხლის დასაწყისი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
პატივისცემით
სრულიად საქარტველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II
22.09.2016
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















