სიახლეები
პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა, კირილე, ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, მისი მფარველი წმინდანის დღეს
03/08/2011
პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა, კირილე, ულოცავს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, მისი მფარველი წმინდანის დღეს.
"მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრუალიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, საყვარელო ძმა და საღვთო ტახტის წინაშე თანამსახურო!
გულითადად გილოცავთ თქვენი მფარველი წმინდანის დღეს.
მის სათნოებათა მიბაძვით, თქვენ, თქვენი სიბრძნითა და სიმამაცით, ახორციელებთ უძველესი ქართული ეკლესიის ღვმდელმთავრის მოვალეობებს.
როგორც იბერიელი ხალხის სულიერი მამა, თქვენ შთააგონებთ თქვენს მრევლს წმიდად შეინარჩუნოს მართლმადიდებელი სარწმუნოება და ამავდროულად შეახსენებთ მათ იმ მორალურ ფასეულობებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში შეადგენდნენ და შეადგენენ წმიდა ღვმთისმშობლის წილხვედრ მიწაზე ქრისტიანული ერის ცხოვრების წესს.
თბილად ვიხსენებ რა ჩვენს შეხვედრას კიევში, ლოცვით ვუსურვებ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას სულიერ სიმშვიდესა და ჯანმრთელობას მრავალი წლის მანძილზე.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,
+კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი."
02.08.2011.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















