სიახლეები
ეროვნულ გალერეაში გია ბუღაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
06/09/2016
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დღეს, გია ბუღაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის” გაიხსნება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, პროექტი ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის” ეყრდნობა 41-ე ფსალმუნის მე-7 მუხლის ერთ მნიშვნელოვან ფრაზას და გადმოგვცემს იმ დრამატიზმს, რომელიც შინაგანი და გარეგანი სამყაროს დაპირისპირებაში მდგომარეობს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემაზე შექმნილი ოთხი მხატვრული ციკლი: ,,ბიბლიოგრამა”, ,,თვლა”, ,,ანაბეჭდები” და საკუთრივ ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის”. ექსპოზიცია ასევე მოიცავს ინსტალაციას, რომლის ძირითადი კონცეფციაა წინააღმდეგობები – სიმპათიისა და ანტიპათიის, მიზიდვისა და განზიდვის, კითხვისა და პასუხის თემა.
გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა მედიაში შესრულებულ კომპოზიციებს, რომლებშიც ხშირია სტილური პარალელები და ალეგორიულ-მეტაფორული ასოციაციები. არტისტი მიმართავს ციკლურობის, დისტანცირების, თემატური განშლისა და განზოგადების მეთოდებს, ბიოტექნოლოგიური ინსტალაციის ხერხებს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















