Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


gigineishvili

“მედიაცია – კონფლიქტების (მათ შორის რელიგიური) მოგვარება მოლაპარაკებების გზით“ Oმაისი - 2016 წელი

01/06/2016

მაისის თვეში ინტელექტუალურ-შემეცნებით სტუდიაში, პროექტის “მედიაცია – კონფლიქტების (მათ შორის რელიგიური) მოგვარება მოლაპარაკებების გზით” ფარგლებში ოთხი შეხვედრა გაიმართა.

სალექციო ციკლს  - ,,აზროვნების ფილოსოფია“ -  ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი უძღვებოდა,  რომელმაც შემდეგი ლექციები წაიკითხა:

10 მაისი - ,,კრიტიკული, არადოგმატური აზროვნების კულტურის ჩამოყალიბება ძვ. საბერძნეთში როგორც ტოლერანტული სივრცის პირობა“.

17 მაისი - „განმანათლებლობლის არსი და პიროვნების ახალი გაგების ჩამოყალიბება ევროპაში: თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ახლებური განზომილება“.

24 მაისი - მომდევნო შეხვედრის თემა იყო ,, საქართველო და ევროპული ტრადიცია: თერგდალეულებამდე და მერე“.

31 მაისს, მსმენელთა თხოვნის საფუძველზე ჩატარდა ლექცია  თემაზე  ,,ქორწინების სამართალი“, რომელიც წაიკითხა თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დოქტორანტმა, სამართლის მაგისტრმა მამა ლონგინოზ სუარიშვილმა. ლექტორმა ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:ქორწინების კანონიკური განსაზღვრება; ქორწინება ძვ. აღთქმაში; ქორწინება ახ. აღთქმაში; საეკლესიო სწავლება ქრისტიანული ქორწინების შესახებ; ქორწინება როგორც საიდუმლო. პავლე მოციქულის სწავლება; ქორწინების კანონიკურად შესრულების განვითარების მოკლე ისტორია; ქორწინების წინაპირობები; ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები; ქორწინების გაუქმების კანონიკური მიზეზები.

მაისში, სტუდიის მსმენელები დაეწრნენ XI საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში გამართულ კონცერტებს:

8 მაისის კონცერტი მთლიანად კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებას დაეთმო და მიეძღვნა მის 80 წლის იუბილეს. კონცერტის პროგრამაში იყო კომპოზიტორის როგორც ინსტუმენტული, ისე ვოკალური ქმნილებები.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება ახალგაზრდებზე მსოფლიოში აღიარებულმა ბარიტონმა - გია გაგნიძემ მოახდინა, რომელთანაც, კონცერტის შემდეგ მათრამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

20 მაისსსდაესწრნენ კონცერტს, რომლის სოლისტი და დირიჟორი, მსოფლიოში აღიარებული მულტი-მუსიკოსი ისრაელიდან ხენ ციმბალისტა იყო.

ფესტივალის მომდევნო კონცერტი 22 მაისს გაიმართა და სტუდიის მსმენელები კვლავ ეწვივნენ კონსერვატორიის დიდ დარბაზს, სადაც ქართული საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა. საღამოზე აჟღერდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და სხვადასხვა კომპოზიტორის ქმნილებები.

18 მაისს, ახალგაზრდები მიწვეულები იყვნენ ოპერის თეატრში ზ. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ მომსასმენად. როგორც სპექტაკლმა, ასევე თავად განახლებულმა თეატრმა ახალგაზრდებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით

yrtwey

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced