სიახლეები
საქართველოს საპატრიარქო იუნესკოს მიმართავს
14/07/2015
საქართველოს საპატრიარქო იუნესკოს საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ეკლესია-მონასტრებზე ზედამხედველობას სთხოვს.
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ ყოვლად მიუღებლად შეაფასა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის ხაზის გადმოწევა.
“რაც შეეხება სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არსებულ ჩვენს ეკლესია-მონასტრებს, სამწუხაროდ, როგორც ცნობილია თირის მეთხუთმეტე საუკუნის უნიკალური ფრესკები ნაწილობრივ დაზიანდა. გადაკეთდა ცხინვალის ღვთისმშობლის ეკლესიაც. ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლებისადმი ასეთი დამოკიდებულება სირცხვილია ნებისმიერი საზოგადოებისთვის. რამდენადაც ჩვენ ვიცით, აღნიშნულმა ფაქტებმა ცხინვალის ინტელიგენციაშიც უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, რაც გვაძლევს იმედს იმისას, რომ საშიშროება, რომელიც სავარაუდოდ, ემუქრებოდა სხვა ქართულ ტაძრებსაც (იკორთა, პარმას, ყანჩაეთს, გომართას) რეალობად არ იქცევა. ამასთან, ჩვენ ვთხოვთ იუნესკოს საერთაშორისო ორგანიზაციას დაგვეხმარონ, რათა ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ეკლესია-მონასტრებზე ზედამხედველობა გასწიონ, რათა მსგავსი ქმედებები აღიკვეთოს”, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















