Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

26/04/2015

26 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსთან, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონთან ერთად იქადაგა.

პატრიარქმა აშშ და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია დალოცა და აღნიშნა, რომ საქართველო დიდად აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობას. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია.

როგორც უწმიდესმა ქადაგებისას ბრძანა, ჩვენ ვცხოვრობთ ცუდ დროში, როცა ხდება სულიერი ფასეულობის გადაფასება და როცა ადამიანი იცვლება. “გადადგმულია დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებაში, ტექნიკაში, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარი ნაბიჯები გადადგმულია უკან სულიერებაში, რწმენაში, ზნეობაში. ჩვენ გვაკისრია დიდი მოვალეობა და დიდი პასუხისმგებლობა, დავეხმაროთ ჩვენს ხალხს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

თავის მხრივ, ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსმა, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტოორიულ როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“მადლიერი ვარ თქვენი და თქვენი ეკლესიის, თბილი მიღების და სტუმართმოყვარეობის გამო. მადლიერი ვარ იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც ჩვენი ეკლესიის მიმართ ყოველთვის იჩენდით. მადლიერი ვარ იმ თბილი მოგონებებისთვის, რომელიც უკავშირდება თქვენს ვიზიტს აშშ-ში 1998 წელს, როცა წმინდა ტიხონის მონასტერში იმყოფებოდით, პენსილვანიაში, სადაც მე, როგორც ბერი, 18 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. მადლიერი ვართ სიმდაბლით სავსე და შთაგონებული საქართველოს წმინდა ეკლესიის მოწამეობრივი გზით 2000 წლის განმავლობაში. მასშტაბი ამ მოწამეობისა განსაცვიფრებელია. დრო კვლავ და კვლავ, ჩვენ დროშიც კი გამოცდას უქვემდებარებდა ქართველი ხალხის რწმენას ქრისტეში – რწმენას ქრისტეს ჯვრისა და მისი აღდგომისა. მე წუხელ სასულიერო პირებთან ერთად მეტეხის ხიდის გასწვრივ ვსეირნობდი, სადაც 100 ათასი ქართველი მე-13 საუკუნეში ეწამა, რადგან მათ უარი თქვეს საკუთარი რწმენის უარყოფაზე. საქართველოს ქრისტიანი მორწმუნეები, ქრისტეს ემსახურებოდნენ მაშინ, როცა ამქვეყნიური იმედი ამოწურული იყო. ქართველ ხალხს კლავდნენ, ქართულ ეკლესიებს ანადგურებდნენ, მაგრამ რწმენა ნარჩუნდებოდა, როგორც კლდე”, – ბრძანა ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსმა და სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია ახალგაზრდა ეკლესიაა, რომელიც ასახავს ეთნიკურ მრავალფეროვნებას. მიტროპოლიტ ტიხონის განცხადებით, ამერიკის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღმერთს თაყვანს ეთნიკურად განსხვავებული ხალხი სცემს.

“ძალიან ბევრი მორწმუნე ამერიკაში მართლმადილებელ ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულია, რომელთაც მართლმადიდებლობასთან კავშირი არ ჰქონიათ. მათ ჩემს მსგავსად აღმოაჩინეს სიცოცხლე ქრისტეში, რაც საქართველოს ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში იცოდა, იცავდა და თაობიდან თაობას გადასცა”, – ბრძანა მიტროპოლიტმა ტიხონმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამერიკელ სტუმარს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი გადასცა, ხოლო ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსმა ილია მეორეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია, ხელნაწერი წმინდა სახარება და წმინდა მოციქულ მთავარანგელოზის ეკლესიის ხატი აჩუქა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced