Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

06/10/2014

5 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და სიკეთის კეთებისა და ბოროტების მნიშვნელობაზე ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. უწმიდესის თქმით, ადამიანმა მოახდინა გადაფასება და სიკეთეს აფასებს იმად, რაც არ არის სიკეთე და ბოროტება სიკეთედ მიაჩნია.

“ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. რთული იმითაა, რომ ადამიანმა, კაცობრიობამ გააკეთა გადაფასება. ჩვენ სიკეთედ მიგვაჩნია ის, რაც სიკეთე არ არის და ბოროტება სიკეთედ მიგვაჩნია. ყოველი ადამიანი სიმართლეს ეძებს. მაგრამ სად არის ეს სიმართლე, არავინ იცის. ყოველი ადამიანი ეძებს სიმართლეს სხვაში და თავის თავზე არ ფიქრობს. რა არის სიმართლე? ეს არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება ერთია. არ შეიძლება ნახევრად ჭეშმარიტი იყოს, ან არ იყოს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: ყოველი კაცი ცრუ არს. ანუ, ჩვენ, ყველანი ცრუ ვართ. ეს შეიძლება ვერ გაიგოს მრავალმა, მაგრამ წინასწარმეტყველი ასე ამბობს: სიმართლე უნდა ვეძებოთ ჩვენს თავში. სიმართლის ძიება უნდა დავიწყოთ ჩვენი თავიდან. წმ. ბასილი დიდი ამბობს: ბოროტებას არ კურნავს ბოროტება. როცა ბოროტებაზე ბოროტებით უპასუხებთ, ის ბოროტება ორმაგდება და უარესი ხდება. ამიტომ, ბრძენი ადამიანი, როცა ბოროტებას გაუკეთებენ, სიკეთით უპასუხებს და ამით გადაუკეტავს ბოროტებას გზას და ბოროტება ჩერდება. წმ. ეფრემ ასური ამბობს: “ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა”. დიდი სიბრძნეა როცა ადამიანს გააჩნია განცდა თვისთა ცოდვათა და ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი ცხონების გზაზე დგას, ღმერთთან ახლოა. ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება. ბოროტება ბოროტი ძალებისგანაა, სიკეთე და სიყვარული კი ღვთისგანაა. … სიკეთის კეთება უნდა დავიწყოთ და ჩვენზე ბედნიერი და ძლიერი არავინ იქნება. სიკეთეს აქვს უდიდესი ძალა და ეს სიკეთე გადაარჩენს საქართველოს,” -ბრძანა უწმიდესმა.

ქადაგების დასასრულს უწმიდესმა გვარები დალოცა.

დღეს ილია მეორესთან ერთად წირვა უკრაინის ეკლესიის მღვდელმთავარმა, მთავარეპისკოპოსმა აღაპიტმა აღავლინა. პატრიარქმა მთავარეპისკოპოსი აღაპიტი წმინდა სამების ხატით დააჯილდოვა. თავის მხრივ მთავარეპისკოპოსმა აღაპიტმა ილია მეორეს ჯვარი გადასცა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების სიმბოლოა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced