სიახლეები
საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული აღინიშნება
12/05/2014
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, 12-19 მაისს საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული აღინიშნება.
ამასთან დაკავშირებით. 13 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" საზეიმოდ გაიხსნება მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი. მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ეწვევიან ღვთისმსახურნი და მეცნიერები. კვირის განმავლობაში სტუმრები ღვთისმშობელთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებსა და სიწმინდეებს მოილოცავენ.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.
წლევანდელი მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის მთავრი თემაა ,,ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში" (ისტორია, კულტურა, ღვთისმეტყველება).
"მიუხედავად იმისა, რომ სიმპოზიუმი მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციით შემოიფარგლა, მასში მონაწილეობის სურვილი, გარდა მართლმადიდებლებისა, გამოთქვეს კათოლიკე და პროტესტანტმა მეცნიერებმა და ასევე მეცნიერებმა ისრაელიდან. ისინი საქართველოს 12 მაისს ეწვევიან", - აცხადებენ ღონისძიების ორგანზიატორები.
მათივე ინფორმაციით, სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ: მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავიდოსის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი კირილე კატერელოსი, სტეფან შუმახერი (აშშ), ჯონ ზელიგმანი (ისრაელი), დეკანოზი დიმიტრი კალაჩევი (გერმანია), ბერი პატაპიოს კავსოკალიველი (საბერძნეთი, წმ. ათონის მთა), ალესანდრო მარია ბრუნი (იტალია) და სხვა.
შეხვედრები ძირითადად სამი მიმართულებით წარიმართება: ღვთისმეტყველება, ისტორია, კულტურა და ოთხ ენაზე იქნება თარგმნილი.
ამასთან, ამერიკიდან ჩამობრძანებულ ივერიის ღვთიმსშობლის მირონმდინარე ხატს 13 მაისს ააბრძანებენ მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში. 13 მაისს, დილის 9:00 საათზე ტაძარში წირვა პირველად აღევლინება. 11:00 საათზე კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის. მახათას მთაზე მისულ ყოველ ადამიანს მიეცემა სასწაულთმოქმედ, მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატთან მიახლების შესაძლებლობა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















