Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

18/02/2013

17 თებერვალს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და საკუთარი თავის შეცნობისა და სიმართლის სიყვარულის აუცილებლობაზე ისაუბრა.

უწმიდესის თქმით, ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელი პროცესია და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას, საკუთარი თავის შეცნობაა. ადამიანი წავიდა კოსმოსში, შეისწავლა ბუნება, გადადგა დიდი ნაბიჯები მეცნიერებასა და ტექნიკაში, თუმცა, თითქმის ვერაფერი გააკეთა საკუთარი თავის შეცნობაში.

“ძველი ფილოსოფოსები ამბობდნენ – “შეიცან თავი შენი”. როცა ჩვენს თავს ვუყურებთ, თითქოს უფრო შორს მიდის ჩვენგან, იმის მაგივრად, რომ დრო გადის, წლები გვემატება და უკეთ ვიცნობდეთ ერთმანეთს და, მათ შორის, საკუთარ თავს, თუმცა, ადამიანი უფრო სუსტდება და ნაკლებად ფიქრობს თავის შეცნობაზე”, – ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა სიმართლის სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა: “ბიბლიაში ვკითხულობთ “შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება”. ამის თქმა იოლია, თუმცა, შესრულება ძალიან მძიმეა. ადამიანი ვერ გაიგებს, სად არის სიმართლე. შეიძლება გვერდით იყოს და ეძებდე შორს. მხოლოდ უფალს შეუძლია გახსნას ჩვენი გონება და შევიყვაროთ სიმართლე. უზენაესი სიმართლეა უფალი. უნდა შევიყვაროთ უფალი და მოყვასი და მოვიძულოთ ურჯულოება. ხშირია, როდესაც ურჯულოებას ვაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ კარგს ვაკეთებთ. უნდა გვქონდეს გონება და ვთხოვოთ უფალს, რომ ფიზიკური გონების გარდა მოგვცეს დიდი სულიერი გონება. ეს თუ გვექნება, აღარ ჩავიდენთ იმ შეცდომებს, რასაც ვაკეთებდით”.

კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგების დასრულების შემდეგ ჯარისკაცები, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და რამდენიმე გვარი დალოცა.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced