სიახლეები
ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი თბილისის სასულიერო აკადემიამ 10 კანდიდადტს მიანიჭა
14/01/2013
14 იანვარს დილის 9.00 სთ. საპატრიარქო რეზიენციაში შედგა თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო სადისერტაციო კომისიის სხდომა, რომელზეც 10 კანდიდატს მიენიჭა საღვთისმეტყველო ხარისხი. კომისიას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. სადისერტაციო კომისიის წევრები იყვნენ როგორც ქართველი მეცნიერები, ასევე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ღვთისმეტყველები: მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ზიმბაბვესა და ანგოლის მიტროპოლიტი სერაფიმე, კონსტანტისა და ამოქოსტოსის მიტროპოლიტი ვასილიოსი, არქადიიას მიტროპოლიტი ბასილიოსი, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), გორლიცის ეპისკოპოსი პაისი და აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.
ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი მიენიჭათ: მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი), პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, პროფესორ ედიშერ ჭელიძეს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს, დეკენოზ მიქაელ გალდავას, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს, დეკანოზ ბიძინა გუნიას, არქიდიაკონ დემეტრე დავითაშვილს, დეკანოზ გიორგი გუგუშვილს და გიორგი ანდრიაძეს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















