სიახლეები
ილია მეორე - გუშინდელი შეხვედრა სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლინება იყო
14/01/2013
“საპატრიარქოში გამართული გუშინდელი შეხვედრა განსაკუთრებული იყო”, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მომავალზე ისაუბრეს.
"ეს იყო სიყვარულის, პატივისცემის გამოვლინება და ეს იყო სულთა ზეიმი", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა სურვილი გამოთქვა წლევანდელი წელი სიყვარულის წლად გამოცხადდეს.
პატრირქმა უმაღლესი რანგის სასულიერო პირების ვიზიტზეც ისაუბრა. "ალბათ, 2000 წლის მანძილზე ასეთი შემთხვევა საქართველოში არ ყოფილა, რომ სამი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი და დამოუკიდებელი ეკლესიების მაღალი სასულიერო პირები ერთად შეხვდნენ ძველით ახალ წელს საქართველოში. მათ დალოცეს საქართველო და მთელი მსოფლიო", - ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქმა ჟურნალისტებიც დალოცეს. "თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ შეხედულებები. იმ საკითხებთან ერთად, რაც შუქდება, აღნიშნეთ ის სიკეთეები, რაც კეთდება, რომ ხალხს მომავლის იმედი მიეცეს", - ბრძანა ილია მეორემ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ძველით ახალ წელს საპატრიარქოში ერთად შეხვდნენ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















