Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Bartholomew and Ivanishvili

ბიძინა ივანიშვილი ბართლომე პირველს დაპირდა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მოინახულებს

14/01/2013

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო პატრიარქს, ბართლომე პირველს დაპირდა, რომ რამდენიმე დღეში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მოინახულებს. ამის შესახებ ბართლომე პირველმა ჟურნალისტებს საქართველოდან გამგზავრების წინ განუცხადა.

როგორც ბართლომე პირველმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში იგი გაემგზავრება თურქეთში, სადაც მოინახულებს უწმინდეს ბართლომეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში.

თავის მხრივ, მსოფლიოს პატრიარქმა ისურვა, რომ მასთან სტუმრად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც მიბრძანდეს და აღნიშნა, რომ მათ ისევე უმასპინძლებს, როგორც მსოფლიო პატრიარქს მასპინძლობდნენ საქართველოში ყოფნის დროს. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced