Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Happy New Year

მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი ძველით ახალ წელს საპატრიარქოში შეხვდნენ

14/01/2013

“საქართველოს აღმშენებლობა სწორედ სიყვარულით უნდა მოხდეს”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე განაცხადა. პრემიერის ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უერთდება.

"მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ახლა დადგა ახალი წელი. მე ვისურვებდი, რომ 2013 წელი სიყვარული წელი ყოფილიყოს საქართველოში. ეს ყოფილიყოს ჭეშმარიტად გაგრძელება იმ გზისა, რომელიც დააფუძნა მისმა უწმინდესობამ და რომელმაც მოახერხა სასულიერო ცხოვრებაში ჭეშმარიტად დიდი აღმშენებლობა და დიდი სიყვარული დაეფუძნებინა. ჩვენ, საერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს, გვაქვს ვალდებულება ავიტაცოთ ის დიდი სიყვარული, რომელიც გვაჩუქა მისმა უწმინდესობამ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პატრიარქმა ძალიან დიდი აღმშენებლობა მოახერხა თავისი მოღვაწეობის პერიოდში და განსაკუთრებით ბოლო წლებში.

"ასეთ მოკლე დროში ჩვენს ქვეყანაში ამდენი ეკლესია არ აშენებულა. ჩვენ გვაქვს პრეტენზია იგივე გრძნობით, დიდი სიყვარულით აღმშენებლობა დავიწყოთ ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ძველით ახალ წელს საპატრიარქოში ერთად შეხვდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან საზეიმო მიღებას, სასულიერო პირებთან ერთად ასევე ესწრებოდა მსოფლიო პატრიარქი ბარლომეოს პირველი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced