Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch and Shvidkoy

ილია მეორეს საიუბილეო თარიღები ვლადიმერ პუტინის სახელით მიხეილ შვიდკოიმ მიულოცა

11/01/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს კულტურის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა მიხეილ შვიდკოიმ ვლადიმერ პუტინის სახელით საიუბილეო თარიღები მიულოცა.

პუტინის მისალოცი წერილი შვიდკოიმ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში მიმდინარე კონფერენციაზე წაიკითხა. შვიდკოიმ ილია მეორეს "ქართველი ერის დიდებული წარმომადგენელი" უწოდა და აღნიშნა, რომ მას საქართველოს ისტორიის რთულ პერიოდში თავისი სიტყვით მოჰქონდა მშვიდობა.

რაც შეეხება უშუალოდ ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილს, მასში ნათქვამია: "გულითადად გილოცავთ პატრიარქად წინამძღვრობის 35-ე და დაბადების 80 წლისთავს. თქვენი მოღვაწეობა არის მწყემსმთავრის ერთ-ერთი თავდაუზოგავი მოღვაწეობის მაგალითი – ღრმად ვაფასებთ თქვენს თბილ ურთიერთობებს რუსეთთან, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და მოწოდებას მშვიდობისკენ, სიყვარულისა და  რთიერთგაგებისკენ, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობების რთულ პერიოდში შენარჩუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ სულიერი, კულტურული და ჰუმანიტარული დიალოგი არის მყარი საფუძველი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილში, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ასევე ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღების მილოცვის შემდეგ მიხეილ შვიდკოიმ უწმინდესს რუსეთის პრეზიდენტის სახელით ხატი გადასცა და აღნიშნა, რომ "ხატმა არამშვიდობიან და კონფლიქტურ პერიოდში ხშირად აღმოუჩინა დახმარება რუსეთს".

საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციაში სერბეთის, ბულგარეთის, ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, რუსეთის, ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლები და მღვდელმთავრები მონაწილეობენ. ღონისძიებას ესწრება სერბეთის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ქრისტეფორი, რომლებმაც უკვე მიმართეს მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას და უწმინდესს საიუბილეო თარიღები მიულოცეს.

კონფერენციას ასევე ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც უწმინდესს ასევე მიულოცა საუბილეო თარიღები და მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced