სიახლეები
თეა წულუკიანთან შეხვედრა გაიმართება
10/01/2013
10 იანვარს, 14:00 სთ-ზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან, სადაც დღის წესრიგში იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ორასამდე ტაძარში შეკრებილი 30 000 ხელმომწერთა მოთხოვნა სხვადასხვა სააღმსარებლო საკითხებზე. ამ შეხვედრაზე ძირითადად განხილული იქნება ელექტრონული მოწმობების საკითხი.
ხელმომწერთა მოთხოვნაა, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეებზე იძულებითი წესით (საგანგებოდ შემოღებული კანონებით) ადმინისტრაციული ძალადობა და ახალი საბუთების: ელექტრონული პირადობის მოწმობის, ბიომეტრიული პასპორტის, პლასტიკური ბარათების აღება მოხდეს მხოლოდ ნებაყოფლობით – არასავალდებულო წესით; სახელმწიფოში ყველგან შენარჩუნდეს ფულადი ერთეულით გადახდა, როგორც ეს მრავალ ქვეყანაშია მიღებული.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















