სიახლეები
ID ბარათთან დაკავშირებით თეა წულუკიანთან შეხვედრა კიდევ შედგება
10/01/2013
ID ბარათთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და მორწმუნეების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით დათუაშვილმა ისაუბრა:
“წინა ხელისუფლების მიერ ახალი ტიპის ბარათების შემოღება ცალმხრივად მოხდა, რაიმე შეხვედრა ან საზოგადოების გამოკითხვა ჩიპიან პასპორტებთან და ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.
მისასალმებელია, რომ დღეს ეს შეხვედრა შედგა და მკვდარი წერტილიდან მოძრაობა დაიწყო. ხდება საკითხის განხილვა როგორც საღვთისმეტყველო კუთხით, ასევე ადამიანთა უფლებების დარღვევის მხრივ,” – აღნიშნა დეკანოზმა დავითმა.
მამა დავითის თქმითვე, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიღებულა, მორწმუნეებისა და იუსტიციის მინისტრის შეხვედრა კვლავ გაიმართება. მოხდება კვლევების ჩატარება როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის მხრიდან.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















