Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქის საიუბილეო თარიღების აღნიშვნასთან დაკავშირებით

10/01/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ინტრონიზაციის 35 წლისთავისა და დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად ა. წ. 10-დან 14 იანვრამდე ჩატარდება საზეიმო ღონისძიებები, რომლებზეც მოწვეულები არიან უცხოელი სტუმრები. სტუმრებს შორის არიან მაღალი იერარქები კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, სერბეთის, რუსეთის და სხვ. საპატრიარქოებიდან. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მისალოცად ჩამობრძანდება მსოფლიო პატრიარქი ყოვლადუწმინდესი ბართლომე I.

10 იანვარს (საათი ზუსტდება) საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მიიღებს სტუმრებს.

11 იანვარს დილის 10 საათზე საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში დაიწყება ერთდღიანი სამეცნიერო კონფერენცია. იმავე დღეს სტუმრები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. საღამოს 8 საათზე სტუმრები დაესწრებიან საზეიმო კონცერტს, რომელიც ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ინტრონიზაციის 35 წლისთავისა და დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღებს.

12 იანვარს სტუმრები მოილოცებენ დავითგარეჯის, შიომღვიმისა და ბოდბის მონასტრებს.

13 იანვარს დილის 10 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, უცხოელ იერარქების თანამწირველობით საზეიმო წირვას აღავლენს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.

14 იანვარს უცხოელი სტუმრები საქართველოდან გაემგზავრებიან.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced