Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

გამოფენა ‘ღმერთი – სამშობლო – ადამიანი’

09/01/2013

2013 წლის 9 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა “ღმერთი – სამშობლო – ადამიანი” გაიხსნება.

გამოფენა ეძღვნება უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 80-მდე ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე ქანდაკება და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

გამოფენის გახსნაზე მუსიკალური ჯგუფი “ჩვენებურები” შეასრულებს სიმღერას “ალილო”.

გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 1 თებერვლამდე.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.1.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced