Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

დელეგაცია საქართველოს პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით

09/01/2013

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დელეგაცია თბილისში მსოფლიო პატრიარქთან ერთად ჩამოვა. ამის შესახებ უწმინდესის საიუბილეო თარიღების აღმნიშვნელი სახელმწიფო კომისიის წევრმა, პოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, უწმინდესის საიუბილეო თარიღის გამო საქართველოში თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენელი ჩამოვა. მათ შორის არიან მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს II, სერბეთის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი, ჩეხეთისა და სლოვაკიის ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ქრისტეფორე და, ასევე, ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი კირილე.

სხვა ეკლესიების დელეგაციები მღვდელმთავრების მეთაურობით ჩამოდიან. მათ შორის არის რუსეთიდან დელეგაციაც. კერძოდ, რუსეთის დელეგაციას რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად დელეგაციაში იქნება ასევე ორი ღვდელმთავარი.

საქართველოს საპატრიარქო პირველ საპატიო სტუმარს უკვე ხვალ მიიღებს. 9 იანვარს საღამოს სერბეთის პატრიარქი უწმინდესი ირინეოსი ჩამობრძანდება. სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები კი - 10 იანვარს ჩამობრძნდებიან.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced