სიახლეები
პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა
08/01/2013
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ალილოს მონაწილეებს შობა მიულოცა.
უწმინდესთან ალილოს მონაწილეები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. პატრიარქმა მათ ტკბილეული გადასცა და დალოცა.
"შობას გილოცავთ, ამ ბედნიერ დღეს, ქრისტეშობას. გილოცავთ თქვენ და მთელს საქართველოს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო აფხაზეთსა და ცხინვალს. ღმერთმა ინებოს საქართველოს მთლიანობა და ბედნიერება. ჩვენთან არს ღმერთი", – ბრძანა პატრიარქმა.
ამის შემდეგ უწმინდესმა ალილოს მონაწილეები საპატრიარქოში მიიწვია. ალილოს მონაწილეებმა საპატრიარქოს შენობის გარშემო გალობით მსვლელობა მოაწყვეს.
ამასთან, ჩოხოსნებმა პატრიარქს საჩუქრად ხატი მიართვეს, რომელზეც თავად უწმინდესია გამოსახული.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















