Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

08/01/2013

7 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა და უდიდესი დღესასწაული, ქრისტეშობა მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა უფალს შესთხოვა, რომ თითოეული ადამიანის გულში იშვას უფალი. “გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. თუ შენი გული სუფთაა და მასში ღვარძლი, შური, შურისძიება არაა და სიყვარულია, იქ აუცილებლად იქნება ქრისტე. შენი გული იქნება ბრწყინვალე ტაძარი.

უფალი იესო ქრისტე ამბობს: მე ვდგავარ წინაშე შენსა და ვაკაკუნებ და ვინც გამიღებს, მე შევალ და სერობას შევასრულებ მასთან. ჩვენი სისუსტეა, რომ არ ვუღებთ კარს და არ გვესმის უფლის ხმა. ვფიქრობთ მხოლოდ მიწიერზე და ეს მიწიერი გაგვაცილებს მხოლოდ სამარის კარამდე. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ჩვენ: გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა,”- -აღნიშნა უწმიდესმა.

როგორც უწმიდესმა ბრძანა, უფალს შეუძლია ჩვენს გულში და სულიერ ცხოვრებაში ფერისცვალება მოახდინოს.

“ხშირია, როდესაც ადამიანი მხრებზე აკიდებული თავისი ცოდვებით მიდის, ვარდება, დავარდნილი კი ვეღარ დგება. ამ დროს უნდა გაიხსენო უფალი, ის თავად მოვა შენთან, აღგადგენს და შენ გზას გააგრძლებ. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველ წამს.

ლოცვებში წერია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ მოსდრიკა ცანი და ზეციდან გარდამოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე,”- ბრძანა უწმიდესმა.

ქადაგების დასასრულს ილია მეორემ კიდევ ერთხელ მიულოცა ბრწყინვალე დღესასწაული მრევლს. “ეს არის ზეიმი რწმენისა, სიყვარულისა და სასოებისა. არ მოგიშალოთ ღმერთმა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება. შეუორგულებელი და მტკიცე სიყვარული, ძლიერი სასოება, იმედი – ეს გვაცხონებს ჩვენ,” -აღნიშნა უწმიდესმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced