სიახლეები
შეხვედრა
15/12/2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 13 დეკემბერს პოლონეთის, შვედეთისა და ბულგარეთის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები მიიღო.
საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართულ შეხვედრაზე პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი იაცეკ მიხალოვსკი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი და აღნიშნული ქვეყნების ელჩები იმყოფებოდნენ. როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, საქართველოს ეკლესიას კარგი ურთიერთობა აქვს სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებთან და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში აქ მშვიდობიანად ცხოვრობენ. შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ღვაწლზე, რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოწამეობრივად აღესრულა. კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმ განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემისთვის, რომელსაც პოლონელი ერი ქართველი წმინდანისადმი იჩენს.
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრად გადასცა პოლონეთში გამოცემული წიგნი, რომელიც წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ნაშრომებს ეძღვნება . შეხვედრის ბოლოს კი უწმინდესმა და უნეტარესმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















