Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Bishop Jacob

მეუფე იაკობი - სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ჩვენი ერი დიქტატურის პირობებში ცხოვრობდეს

18/11/2012

“ის პოლიტიკა, რომელსაც წინა ხელისუფლება ეწეოდა, არის ერის გენოციდი”, - ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა სამების ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ციხეებში დღეს უმეტესად ახალგაზრდობა ზის, რომელთა ძირითადი ნაწილი ნაცემი და დაავადებულია.

"ამის შემდეგ კიდევ დგანან და ამართლებენ სისტემას. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ვინმე დააპატიმრონ ან დასაჯონ. განა სულ რამდენი ადამიანი იყო იდეოლოგი და ბრძანების გამცემი?! ერთხელ მაინც გამოიჩინონ ვაჟკაცობა, აღიარონ თავიანთი ბრალი და სხვები მაინც დაიცვან. სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენი ერი დიქტატურის პირობებში ან რამდენიმე კაცის ჭკუაზე ცხოვრობდეს. ერს თავისი იდეოლოგია უნდა ჰქონდეს და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა ქვეყანას ვაშენებთ. ჩვენი ყველაზე ახლო სივრცეა ევროპული სივრცე და მისკენ სწრაფვაში ხელს ვერავინ შეგვიშლის", - ბრძანა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced