სიახლეები
ილია მეორე - ილია მართლის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს
08/11/2012
საგურამოში ილიაობა და ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო ღონისძიებებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაესწრო. როგორც უწმინდესმა ბრძანა - „დღეს საქართველოში დიდი ეროვნული დღესასწაულია“.
„დაბადებიდან 175 წელი შეუსრულდა დიდ ილია მართალს, ილია ჭავჭავაძეს. სახელი ილია მნიშვნელოვანია და ამ სახელში ღმერთი ორჯერ არის მოხსენიებული, ელიახვე – უფალი ღმერთი ჩემი და სწორედ ღმერთის სიყვარულით ცხოვრობდა ილია მართალი, ის იყო ღმერთთან და ღმერთი იყო მასთან. როდესაც მე შემოქმედელი ეპისკოპოსი ვიყავი, ვიცნობდი დიმიტრი ჯაშს, რომლისგანაც მე ბევრი რამ მსმენია ილია ჭავჭავაძის ღვაწლის შესახებ. მან ბევრი განსაცდელი გამოიარა, მაგრამ იდგა მტკიცედ. ის იყო უგვირგვინო მეფე და სულიერი მამა საქართველოში. როცა საქართველოს პოლიტიკური თავისუფლება და ავტოკეფალია დაკარგული ჰქონდა, ილია მართალი ერისა და ქვეყნის წინაშე ბევრს აკეთებდა, რათა საქართველოს სახელი არ გამქრალიყო. შევთხოვოთ უფალს, ილია მართლის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს", - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა.
საგურამოში დღეს საზოგადოების ღვაწლმოსილი პირები ილია ჭავჭავაძის პრემიით დააჯილდოეს. საგურამოში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















