Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Holy Trinity

სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა იწყება

30/10/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შექმნილი მხატვართა ჯგუფი სამების საკათედრო ტაძრის მოხატვას იწყებს. ჯგუფს მხატვარი ამირან გოგლიძე ხელმძღვანელობს. ტაძარში ხარაჩოების მოწყობის დასრულების შემდეგ ტაძრის მოხატვა დაიწყება.

საკურთხევლის თავზე დაგეგმილია მაცხოვრის ფრესკის მოხატვა.

ამასთანავე, პატრიარქის თქმით, სამების ტაძარს კვიპაროსის 100 ათასი ნერგი შესწირეს. ნერგები დაირგვება როგორც ეკლესია-მონასტრების ეზოებში, ასევე მათი დარგვა მოქალაქეებს საკუთარ კარ-მიდამოებშიც შეუძლიათ. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ვისაც სურვილი აქვს კვიპაროსი საკუთარ ეზოში დარგოს, მან თხოვნით უნდა მიმართოს სამების ტაძარს, რის შემდეგაც ნერგებს მიიღებს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced