Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch and Ivanishvili

პატრიარქის მილოცვა ბიძინა ივანიშვილს

27/10/2012

თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად არჩევას. მართალია, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოღვაწეობა რთულ დროს მოგიწიათ, მაგრამ ღვთის წყალობით პრობლემები დაიძლევა.

თორმეტი წლის წინ, როდესაც თქვენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყეთ, საუკუნის სიმბოლო აიგო; და ახლაც როდესაც ქვეყნის უღელი დაიდგით, საუკუნის გამოწვევა მიიღეთ. ეს არის თქვენი არჩევანი, პირადი კეთილდღეობის უგულვებელყოფით გაკეთებული არჩევანი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახი. უფალმა შეგაძლებინოთ ერის ჯვრის მშვიდობით ტვირთვა და ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მთავარი ფასეულობები იქნება ღმერთი, სამშობლო, ადამიანი; სადაც სამართლიანობის კეთილგონიერების, შორსმჭვრეტელობისა და შემწყნარებლობის პირობებში აშენდება ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი საქართველოს სახელმწიფო.

ღრმა პატივისცემით,

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

26.10.2012

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced