Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


f-logo

ინელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია

25/10/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision” –ის მხარდაჭერით შექმნა “ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია”, რომელიც პროექტის - ,,ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის” ფარგლებში აცხადებს მსმენელთა მიღებას.

სალექციო ციკლი შედგება შემდეგი მიმართულებებისგან:

ქრისტიანული ფსიქოლოგია;

არქეოლოგია და ისტორია;

ძველი და ახალი აღთქმა;

ქრისტიანული ხელოვნება და სიმბოლიკა;

ტრადიციული რელიგიები;

პროფესიული ურთიერთობები.

 ლექციებს წარუძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები.

სალექციო კურსი დაიწყება 2012 წლის 8 ნოემბერს და  ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს, 17 საათზე, პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში.

ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს (ნოემბერი, დეკემბერი, თებერვალი, მარტი აპრილი, მაისი).

სტუდიაში მსმენელებად მიიღებიან 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.

სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბისი სერთიფიკატი.

განცხადებების მიღება წარმოებს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე, 12სთ- დან 17 სთ-მდე.

მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი 21 ან ელ. ფოსტის მეშვეობით: info@patriarch.ge

ცნობებისათვის დარეკეთ ტელ: 298 49 76

გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სტუდ. ბილეთის ქსეროასლი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced