Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarchate

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება

17/10/2012

ორი დღეა მასმედიის საშუალებებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია კობის, იგივე თარხნიშვილის ქუჩა #2-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით, სადაც ბოლო დრომდე განთავსებული იყო შპს წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის საპატრიარქოს სამშობიარო სახლი.

ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ: აღნიშნული სამშობიარო საქართველოს საპატრიარქოს გადმოეცა 2000 წელს და ეს მოხდა არა ჩვენი ინიციატივით, არამედ ამ საავადმყოფოს კოლექტივის მრავალგზის თხოვნის და სახელმწიფოს თანხმობის შედეგად. თუმცა შენობა კვლავ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებად დარჩა და იგი უვადო უზუფრუქტის სახით გაფორმდა საპატრიარქოს სახელზე. როგორც ცნობილია, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის დადგენილებით, ლიცენზიის მიღებისთვის სავალდებულო გახდა ძველი საავადმყოფოების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ახლების აშენება და მოწყობა. ეს მოთხოვნა შეეხო საქართველოს საპატრიარქოსაც და რომ აღნიშნული განხორციელებულიყო, სახელმწიფომ შემოგვთავაზა ორთაჭალაში გორგასლის ქ. #95-ში მდებარე შპს ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალი და მისი ტერიტორია, სადაც განთავსდებოდა როგორც აღნიშნული ჰოსპიტალი, ისე წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის სამშობიარო სახლი. საქართველოს საპატრიარქომ მისაღებად მიიჩნია დაეთმო თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე უზუფრუქტით გადმოცემული შენობა (6200მ2) და მიწის ფართი (3854მ2) და მის ნაცვლად საკუთრებაში აეღო ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ბარნოვის ჰოსპიტალის ტერიტორია და ნაგებობები (მიწის ნაკვეთის ფართი 18043მ2, ხოლო შენობების 9000მ2). ეს მოხდა 2007 წელს. შემდეგ ინვესტორად შეირჩა ქ-ნი მანანა შარაშიძე, რომელმაც ჩამოაყალიბა შპს "MGI" და ამ შპს-ს საშუალებით განახორციელა ორთაჭალის ჰოსპიტალის ძველი შენობის სრული რეკონსტრუქცია და სრულიად ახალი შენობის აგებაც. საერთო ჯამში მან გაარემონტა და სათანადო აპარატურით აღჭურვა 6500 მ2 ფართი ნაცვლად მისთვის სავალდებულო 80 საწოლიანი საავადმყოფოსი, ანუ 3200მ2. აღნიშნულ შენობაში 2012 წლის 2 ოქტომბრიდან ფუნქციონირება დაიწყო საპატრიარქოს მრავალპროფილიანმა სამედიცინო ცენტრმა. შევნიშნავთ იმასაც, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინვესტორს შეექმნა ფინანსური პრობლემები და იგი იძულებული გახდა გაეყიდა კობის, იგივე თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა, რათა ვალი დაეფარა. ახალი მესაკუთრის გეგმები კი ჩვენთვის უცნობია. ასე რომ, 2007 წლიდან კობის ქუჩაზე მდებარე შენობის მესაკუთრე არის შპს "MGI" და მას ამ დროიდან თავისუფლად შეეძლო თავისი სურვილისამებრ განეკარგა ეს ქონება. მიუხედავად ამისა, ქ-ნმა მანანა შარაშიძემ შეძლო სამშენებლო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ საერთოდ არ შეწყვეტილიყო არც შპს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამშობიარო სახლის და არც შპს ნიკოლოზ ბარნოვის ჰოსპიტალის თავ-თავის ადგილზე ფუნქციონირება. ყოველივე ამის გამო იგი ჩვენგან მადლიერებას იმსახურებს. რაც შეეხება ბ-ნ მერაბ ხიდაშელს, მას თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში საპატრიარქოს საავადმყოფოს ადმინისტრაციის კეთილი ნებით გამოყოფილი ქონდა დაახლოებით 50 მ2 აბორტსაწინააღმდეგო ცენტრისთვის, მაგრამ საკუთრებაში მას ეს ადგილი არასოდეს ქონია. ამდენად, მისი პრეტენზია ვინმეს მიმართ ფართის გამოყოფის შესახებ არ იქნება სამართლიანი.

16.10.2012

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced