სიახლეები
საკვირაო ქადაგება
08/10/2012
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი. ყველაფერი წყდება ზეცას და სრულდება ჩვენთან-დედამიწაზე. ყველაფერი მოძრაობს, მოძრაობაში სიცოცხლეა და თუ არ მოძრაობს, ვთქვათ წყალი, ის კვდება.
დღეს მინდა ვისაუბრო, თუ რა არის ჩვენთვის სამშობლო. სამშობლო – ეს გახლავთ უდიდესი საუნჯე, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საუნჯე მოპოვებულია ცრემლით, სისხლით, ოფლით, ლოცვითა და დიდი მოღვაწეობით.
მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, თუ რა ხდება საქართველოში. უნდა ითქვას, რომ ყველაფერში ღვთის განგებაა და ამ განგებამ მოიტანა ეს ცვლილება. ჩვენ დიდი სიბრძნით უნდა შევხვდეთ ამას. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც მოხდა საქართველოში, ყველაფერი ღვთის ნებაა და საქართველოს სასიკეთოდაა. იმედი მაქვს, რომ ასე იქნება.
ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია სამშობლო ჩვენი. ძალიან ხშირად ვიცით მიახლება, თითქოს დავუახლოვდით რაღაც კრიტიკულ მომენტს, თითქოს უფსკულს დაუახლოვდა საქართველო, მაგრამ ღვთის ნება, განგება ძლიერია და ჩვენი ისტორიის განმავლობაში რამდენჯერ გადაურჩენია უფალს ჩვენი სამშობლო.
დღეს როცა ლაპარაკობენ, როდესაც ამბობენ – ეს არის პოზიცია, ეს – ოპოზიცია, ჩემი აზრით ოპოზიცია არავინ არის, ყველასთვის სამშობლო უდიდესი საუნჯეა, იმიტომ, რომ სამშობლოს გარეშე არსებობა შეუძლებელია.
ადამიანი თავის ფესვებს არ უნდა მოწყდეს. ჩემთან ერთხელ იყო სტუმარი შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე და ის ამბობდა, რომ ოპოზიცია არ მყავს, ყველა ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო საქმესო. მე მინდა, რომ პოზიციაც, ოპოზიციაც, პატრიარქიც, პრეზიდენტი და პრემიერი, რიგითი ადამიანი, ყველა ვშრომობდეთ სამშობლოსთვის, რადგან როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა.
როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როდესაც ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია. ვფიქრობ, ყველას გვტკივა გული სამშობლოსთვის, ყველა ვოცნებობთ და ვნატრობთ იმისთვის, რომ საქართველო ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს და ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო, ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე იქნება მწყემსი ჩვენი.
დალოცვილი იყავით. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხელისუფლება – წარსულიც და მომავალიც.
ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მთელი მოსახლეობა საქართველოსი.
ჩვენთან არს ღმერთი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
07.05.2012
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















